გამარჯობა!
მე მქვია კონსტანტინე. მიხარია რომ ჩემს ინტერნეტგვერდს ათვალიერებთ.
მოკლედ,
2025 წელს გადავწყვიტე დაგროვილი გამოცდილებით დიზაინერული საქმიანობის განვითარება.
1) არქიტექტურული ინტერიერის დიზაინი; 2) კომპიუტერული თამაშებისთვის გარემოს და პერსონაჟების დიზაინი; 3) მოტოდიზაინი.
განვლილი გზის შესახებ:
1998 წელს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან არსებულ არქიტექტურის ინსტიტუტში დავიცავი დიპლომი ქალაქგეგმარების განხრით.
1999 წლიდან მოყოლებული სხვადასხვა არქიტექტურულ ორგანიზაციებში მნიშვნელოვანი ცოდნა შევიძინე პროექტირების, დიზაინის და კომპიუტერული პროგრამების შესწავლის თვალსაზრისით.
2003-ში გარდა არქიტექტურული საქმიანობისა, პარალელურად ავამუშავე კომპიუტერული პროგრამების ინდივიდუალური სასწავლო კურსები.
მოვამზადე უამრავი მოსწავლე არქიტექტურულ და ვიზუალიზაციის პროგრამებში.
2019 წელს შევეშვი არქიტექტურულ ორგანიზაციებში მუშაობას და დამოუკიდებლად ვცადე ინდივიდუალური მეწარმის სტატუსით მუშაობა.
2020 წელს შევქმენი იუთუბ არხი, სადაც სასწავლო ვიდეოები პროგრამა ბლენდერისთვის და ანიმაციები დავამზადე.
2024-2025 წლებში გავიარე სტაჟირება მოტოტექნიკოსის განხრით, შემდგომში კიდევ ერთი მიმართულების – მოტოდიზაინის განვითარებისთვის (ტრანსპორტერი, მოტოსტოკი 22).
იმედი მაქვს ტრანსფორმირდება ოჯახურ საქმიანობად.
დაგვიკავშირდით
ტელ: (599) 100 469